კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია ოქროს ნაკეთობები

გამოწერა
მებაჟე-ოფიცრებმა 39 ათასამდე ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მებაჟე-ოფიცრებმა 39 ათას ლარამდე ღირებულების 1,2 კგ-ზე მეტი წონის ძვირფასეულობა ეჭვის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0