თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 16-17 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანს, ნათქვამია უკრაინის ლიდერის ოფიციალურ საიტზე.
ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია უკრაინის ლიდერის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ამასთან, დაგეგმილია მთელ რიგ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინულ-აზერბაიჯანული ბიზნეს-ფორუმის მუშაობაში.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ ზელენსკი ასევე შეხვდება აზერბაიჯანში უკრაინული თემის წარმომადგენლებს.