კომპოზიციების ემოციური, გულახდილი, პროფესიონალური შესრულება – ხატია ბუნიათიშვილის პოპულარობის გზაა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საზღვარგარეთ შეუდარებელი წარმატებით მოღვაწეობს, პიანისტმა ურთულესი გზა გაიარა და იმ ეტაპამდე მივიდა, როდესაც მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიასა და საფრანგეთშიც კარგად იცნობენ. ხატიას პროფესიული წარმატება რამდენიმე წლის წინ არ დაწყებულა, ინსტრუმენტისადმი სიყვარული ბავშვობიდან გაუჩნდა. ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში დედის მეშვეობით ფორტეპიანოს ყველა დეტალი შეისწავლა. 10 წლის ხატია ბუნიათიშვილს ამერიკაში, იტალიაში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში იწვევდნენ.
ხატიას მიერ შესრულებულ კომპოზიციებს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვთ, მისი კონცერტების ბილეთები კი მომენტალურად იყიდება. ასე მოხდა ამ წლის ზაფხულსაც, როდესაც ხატია ბუნიათიშვილი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში კონცერტის ჩასატარებლად ჩამოფრინდა. ბილეთების უსწრაფესად გაყიდვის გამო გენერალურ რეპეტიციაზე თბილისის ყველა დაინტერესებული მსმენლისთვის საკონცერტო დარბაზის კარი ხატიას თხოვნით გააღეს. პოპულარული პიანისტი განსაკუთრებული შესრულების მანერის გარდა, სკანდალური და საზოგადოებისთვის საინტერესო განცხადებებითაც გამოირჩევა. მისი საჯარო გამოსვლები და ინტერვიუები დიდ ინტერესს იწვევს. ხატია საერთაშორისო არხების ხშირი სტუმარია.
როგორც ჩანს, პიანისტისთვის ახალი წელი და წინასაახალწლო სამზადისი პოზიტიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. ამჯერად სოციალურ ქსელში აქტიური ახალგაზრდა მუსიკოსი საკუთარი სახლისა და ულამაზესად მორთული ნაძვის ხის სურათს აქვეყნებს. ინგლისურმა წარწერამ – Mood Of Love საზოგადოება დააბნია. ბევრმა ჩათვალა, რომ ხატია შეყვარებულია. ფოტოებს 7 ათასამდე მოწონება აქვს. ხატია პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. აშკარაა, რომ პიანისტი შეყვარებულია. მედია და საზოგადოება კი, როგორც ყოველთვის, მორიგ პაპარაცულ ფოტოებსა და მოვლენების განვითარებას მოუთმენლად ელოდება.