პუტინი: სანქციების მიუხედავად, რუსეთმა შეიარაღების ექსპორტი გაზარდა

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაურმა მწარმოებლებს მოუწოდა, უფრო აქტიურად შექმნან სერვისცენტრები იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, სადაც სამხედრო ტექნიკა იყიდება

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. სანქციების ზრდისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიუხედავად, შეიარაღების გლობალურ ბაზარზე რუსეთის პოზიციები მყარდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ჩაატარა სხვა სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელზეც მონაწილეებმა 2019 წელს შესრულებული სამუშაოს შედეგები და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში საკვანძო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს.

ლავროვი ტრამპს დახურულ კარს მიღმა შეხვდა: რაზე ილაპარაკეს მხარეებმა - Sputnik საქართველო
ლავროვი ტრამპს დახურულ კარს მიღმა შეხვდა: რაზე ილაპარაკეს მხარეებმა

„რუსული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტი იზრდება: წელს გავიტანეთ 13 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი სიტყვებით, ეს ორი მილიარდით აღემატება გასული წლის იმავე მაჩვენებელს.

„რუსეთის პოზიციები შეიარაღების გლობალურ ბაზარზე მყარდება და ეს სანქციების რეჟიმის გაძლიერებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიუხედავად“, - განაცხადა პუტინმა სხდომაზე.

ნატოს საიუბილეო სამიტი: რაზე ილაპარაკეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა >>

მისი თქმით, ექსპორტის განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საგამოფენო ღონისძიებებსაც.

სახელმწიფოს მეთაურის აზრით, აუცილებელია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სუბიექტების უფლებების გაფართოება ადრე ექსპორტირებული ტექნიკისთვის საზღვრებს გარეთ სათადარიგო ნაწილების ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად.

„მაგრამ ახალი მიმართულებებიც - საზღვარგარეთ სათადარიგო ნაწილების დამამზადებელი ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად ადრე მიწოდებული ტექნიკისათვის, მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამისათვის აუცილებელია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სუბიექტების უფლებების გაფართოება და სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შეტანა“, - აღნიშნა პუტინმა.

ყველა ახალი ამბავი
0