Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუკი კოშკელიშვილის პატარა ვაჟი ძალიან შეიცვალა – ვის უფრო ჰგავს ოლივერი?

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. მსახიობმა ოლივერს ქართული ასწავლა. ნახეთ, როგორ გამოიყურება პატარა ბიჭუნა.

პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.

საზოგადოებამ ახლა ყველასათვის ცნობილი ნუკი კოშკელიშვილი თავდაპირველად პოდიუმიდან გაიცნო. მოგვიანებით სამოდელო სფერო სამსახიობო კარიერამ წარმატებით ჩაანაცვლა. უცხო გარეგნობა და ქარიზმატული ხასიათი ნუკის დამახასიათებელი თვისებები გახდა. სითამამემ და დახვეწილმა სტილმა ყოფილ მოდელს უფრო მეტი ხიბლი შესძინა და მაყურებელი სულ უფრო და უფრო დააინტერესა. მოგვიანებით ამერიკაში მოულოდნელმა გათხოვებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ყველა ჭორსა და ინტრიგას ვარსკვლავმა მორიდების გარეშე უპასუხა. ახლა სოციალური ქსელით უკავშირდება „ფოლოვერებს“ და მათ კითხვებს ვირტუალურ სივრცეში ნათელს ჰფენს. მეუღლე სოციალური ქსელით გაიცნო. აღნიშნავს, რომ ამერიკაში გამგზავრება დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. გაფრენისას იმასაც კი უშვებდა, რომ აეროპორტში სხვა ადამიანი დახვდებოდა, მაგრამ მათი შეხვედრა ძალიან ემოციური და რომანტიკული აღმოჩნდა.

ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონას ელოდებოდა. ბენის თქმით კი, გრძნობდა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალურ ქსელით ირკვევა, ნუკი და მსახიობის მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნას დედის მშობლიური ენა კარგად ესმის, პასუხის გაცემასაც ცდილობს, მაგრამ ჯერ არც ქართულად, არც ინგლისურად არ საუბრობს.

ყველა ახალი ამბავი
0