თბილისის ხელოვნების სასახლე „ევროპის 2020 წლის საუკეთესო მუზეუმის“ ნომინანტი გახდა

© photo: Sputnik / Natia Tserekidzeხელოვნების სასახლე Art Palace
ხელოვნების სასახლე Art Palace - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემია „ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმი“ 1977 წლიდან გაიცემა. გამარჯვებულები 2020 წლის 2 მაისს კარდიფში უელსის ეროვნულ მუზეუმში დასახელდებიან.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლე ევროპის მუზეუმების ფორუმის „ევროპის საუკეთესო მუზეუმის“ (EMYA) პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პრემია „ევროპის საუკეთესო მუზეუმი“ (EMYA) - დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციის - ევროპის მუზეუმების ფორუმის (EMF) ძირითადი პროექტია.

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ხელოვნების სასახლეს პატრონაჟს გაუწევს >>

ევროპის მუზეუმების ფორუმის სხდომა პორტუგალიაში 21-23 ნოემბერს შედგა.

EMYA-ს პრემიის გამარჯვებულები ყოველწლიურ კონფერენციაზე 2020 წლის 2 მაისს კარდიფში უელსის ეროვნულ მუზეუმში დასახელდებიან.

EMF ევროპის საბჭოს ეგიდით მოქმედებს და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მუზეუმების სოციალური ხარისხის განვითარებაზეა მიმართული.

პრემია „ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმი“ 1977 წლიდან გაიცემა.

ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. შენობა 1926 წელს ცნობილი არქიტექტორის, პაულ შტერნის პროექტით აიგო.

პარიზი - Sputnik საქართველო
ლუვრში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა

ისტორიული ცენტრი ძველ სახლში რამდენიმე სართულს იკავებს. ფართო დარბაზებში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საქართველოს კინოს, თეატრს, კულტურას, მუსიკასა და ქორეოგრაფიას უკავშირდება. აქ განთავსებულია 200 000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ასევე ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტუმები, რომლებითაც გამოდიოდნენ ცნობილი ქართველი არტისტები, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიო მასალები, კინოფირები და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0