ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

გამოწერა
კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, იქნება ასევე სპორტული მოედანი.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ტერიტორიაზე, სადაც განათლების და მეცნიერების ქალაქი უნდა აშენდეს, სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ განათლების რეფორმის განსახორციელებლად უცხოეთიდან 600 მლნ ლარი მოიზიდა

ბათუმის განათლების ქალაქი თბილისში, დიდ დიღომში მშენებარე საგანმანათლებლო კომპლექსის ანალოგი იქნება.

„დღეს ბათუმში დავიწყეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა. ეს გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებს. აქ აშენდება კომაროვის სკოლის ფილიალი, ასევე პროფესიული კოლეჯი, მულტიფუნქციური სივრცე", – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ჩხენკელის სიტყვებით, აქ შეიქმნება ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა სწავლისა და ახალგაზრდობის ფიზიკური განვითარებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალაქი იქნება უაღრესად წარმატებული. ასეთი ქალაქები აშენდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მინდა მივულოცო აჭარას, ბათუმს და მთელ საქართველოს", – განაცხადა ჩხენკელმა.

კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, იქნება ასევე სპორტული მოედანი. სკოლა აღჭურვილი იქნება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ღირებულება 11,3 მლნ ლარია.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება

პროექტს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლისა და ხელოვნების სკოლის მშენებლობას. აღნიშნული პროექტი განათლების სამინისტროსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას.

ამასთან, მნიშვნელოვანია მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისსა და ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქების მშენებლობა, აღნიშნავენ სამინისტროში.

ყველა ახალი ამბავი
0