ნონა გაფრინდაშვილი ქართველი, სომეხი და ბელარუსი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს

© photo: Sputnik / Stringerნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭადრაკი – თამაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აერთიანებდა მთელი მსოფლიოს ინტელექტუალებს მიუხედავად მათი ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს თბილისი-ერევანი-მინსკი ვიდეოხიდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება თემაზე "ჭადრაკი როგორც სპორტი და ცხოვრების ნაწილი: ტრადიციიდან მომავლისკენ".

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამშაბათს, 17 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

საჭადრაკო ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
„ჭადრაკის დედოფალი" თბილისში სექტემბერში გამოჩნდება

ქართული საჭადრაკო სკოლა ყოველთვის სახელოვანი იყო. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე. ნონა გაფრინდაშვილი ხუთჯერ ავიდა სამეფო ტახტზე და 16 წელი ღირსეულად ატარა ჭადრაკის დედოფლის წოდება. მისი ბოლო მიღწევა ნოემბერში რუმინეთში სენიორებს შორის გამართულ პირველობაზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა გახდა. მამაკაცებს შორის საუკეთესო გახდა სომხეთის წარმომადგენელი, საერთაშორისო დიდოსტატი რაფაელ ვაგანიანი.

განვითარების რა დონეზეა ახლა საქართველოს, სომხეთის და ბელარუსის საჭადრაკო სკოლები, როგორია მათი თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები, როგორ შეიძლება შეფასდეს ამ სფეროში სახელმწიფოების ინიციატივები, კერძოდ, ჭადრაკის სასკოლო პროგრამაში შეტანა, საჭადრაკო შეჯიბრებების განვითარება, როგორ მოქმედებს ახალი ტექნოლოგიები პროფესიონალურ ჭადრაკზე და ამ ინტელექტუალური სპორტის სახეობის პოპულარიზაციაზე? ამ და სხვა კითხვებზე ვიდეოხიდის მონაწილეები უპასუხებენ.

თბილისში:

ნონა გაფრინდაშვილი – მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ათგზის გამარჯვებული (1962–1978), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962–1978), ვეტერანთა შორის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი საერთაშორისო დიდოსტატი მამაკაცებს შორის, "საჭადრაკო ოსკარის" პრიზის მფლობელი.

ერევანში:

საერთაშორისო დიდოსტატი, სსრკ-ის ჩემპიონი (1989), ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და სამგზის ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი რაფაელ ვაგანიანი.

მინსკში:

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბელარუსის ჭადრაკის ფედერაციის" თავმჯდომარე, FIDE-ს ვიცე-პრეზიდენტი ანასტასია სოროკინა.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0