სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. როგორც ჩანს, ერთმა თაყვანისმცმემელმა მისი განებივრება გადაწყვიტა და მაიამიდან საჩუქრები გამოუგზავნა. კესარია ფოტოს Instagram-ის „სთორიში“ აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობდა. როგორც ფოტომოდელი აღნიშნავს, ეროვნული სამოსის ტურზე ქართული ტრადიციული კაბა უნდა წარედგინა, მაგრამ საქართველოში სხვადასხვა მოდის სახლებში მისულს, კესარიას უარი განუცხადეს და ეროვნული სამოსი „მის ტრანს ვარსკვლავის“ კონკურსზე არ გაატანეს.
სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს ინტენსიურად პასუხობს. მას ხშირად პოპულარულ და სექსუალურ მსახიობს შორენა ბეგაშვილს ადარებენ, თუმცა კესარია ყოველთვის ამბობს, რომ დედას ჰგავს. კესარიას ჰკითხეს, რა სასმელი უყვარს. ნახეთ რა უპასუხა ქალმა. აღმოჩნდა, რომ მალე თვრება და 3 ჭიქის შემდეგ უკვე გვარიანად მთვრალია.