მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / G. Koposov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრამა
სეისმოგრამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილიპინებზე, სადაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ხდება სტიქიური უბედურებები, მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ფილიპინებზე 6,8 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებაში (USGS).

ეპიცენტრი დასახლებული პუნქტ მაგსაისაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობდა.

ალბანეთში ფაქტიურად ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი 26 ნოემბერს მოდა და უფრო ძლიერი იყო - 6.4 მაგნიტუდა, მეორე 28 ნოემბერს - 5 მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის საშინელი შედეგები - ფოტო

მიწისძვრა თბილისის დროით 10:11 საათზე დაფიქსირდა. კერა 28,2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ფილიპინები - ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც სტიქიური უბედურებები ყველაზე ხშირად ხდება.

გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქვეყანაში ხშირია მიწისძვრები და ვულკანური აქტიურობა. ფილიპინები წყნარი ოკეანეს „ცეცხლოვანი რგოლის“ - სეისმურად აქტიური რკალის ნაწილია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა >>

ბოლო ძლიერი მიწისძვრა აქ 29 ოქტომბერს დაფიქსირდა: ის 6,8 მაგნიტუდის იყო და მისი ეპიცენტრი კისანტეს რაიონიდან 10 კილომეტრში მდებარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0