Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ღვინიაშვილი ყაზბეგში სრულიად შიშველი ისვენებს - ულამაზესი მოდელის გლამურული ფოტოები

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პრაიმ შოუს“ ტელეწამყვანი და მოქმედი დიზაინერი განსხვავებული გარეგნობითა და შარმით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. არაორდინალურ Instagram-ის გვერდს უყურადღებოდ არავინ უვლის.

სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე. ხუჭუჭა თმებმა, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და მოკაშკაშე თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან მიიპყრო. წლების წინ დაწყებული კარიერა დღესაც წარმატებით მიიწევს წინ. სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სფეროს არა. ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ რამდენიმე ხნის წინ შექმნა. აღსანიშნავია, რომ პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს.

ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში აუზზე გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. სალომეს შიშველი ტანი გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

Good Morning, World!

A post shared by 𝑆𝑎𝑙𝑜𝑚𝑒 𝐺𝑣𝑖𝑛𝑖𝑎𝑠ℎ𝑣𝑖𝑙𝑖 (@salomegviniashvili) on

ცნობილი ფეხბურთელის არანაკლებ პოპულარული ცოლი დიდი ინტერესით სარგებლობს. სალომე ღვინიაშვილს სხვადასხვა ვიდეორგოლებსა და სარეკლამო კლიპებში, ჯერ კიდევ მაშინ იღებდნენ, როდესაც მას არავინ იცნობდა. მისი კარიერა თინეიჯერობის ასაკიდან იწყება და დღემდე შესაშური წარმატებით ვითარდება. ყოფილმა მოდელმა რეალითი შოუს „ტოპ-გოგონას“ წამყვანობაც მოირგო, რომელიც წლების წინ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა და მრავალი მაყურებელი ქარიზმატული მოდელებისა და სალომე ღვინიაშვილის ელეგანტურობის გამო ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. ამ პერიოდის მერე სალომემ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო და მალე ტანსაცმლის საკუთარი ხაზი შექმნა.

View this post on Instagram

𝑻𝒂𝒔𝒐♡

A post shared by 𝑆𝑎𝑙𝑜𝑚𝑒 𝐺𝑣𝑖𝑛𝑖𝑎𝑠ℎ𝑣𝑖𝑙𝑖 (@salomegviniashvili) on

უქმეებს ოჯახის ჰარმონიულ გარემოცვაში სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში ატარებს. ამჯერად, ოჯახმა გადაწყვეტილება ყაზბეგზე შეაჩერა. გადატვირთული გრაფიკის გამო, ქალიშვილები აღნიშნავენ, რომ დედასთან არც ისე ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ. მიუხედავად ამისა, ცნობილი ფეხბურთელი და ექსტრავაგანტული მოდელი მუდამ ახერხებენ სახლიდან ერთად გაღწევას. ყაზბეგში გადაღებული ულამაზესი ფოტოები ნებისმიერ ადამიანს ქალაქგარეთ გამგზავრებას მოანდომებს. სალომე ღვინიაშვილმა საკუთარი მიკრობლოგი იმდენად გემოვნებით განავითარა, რომ მას ტრენდულობა განსაკუთრებით დაეტყო. მოშიშვლებული ტანი, აუზი და ჰორიზონტზე მთები - სალომეს თავისუფლება ერთ სურათზე ამ დოზით ჯერ არასდროს აღუბეჭდავს. მისი ულამაზესი ხედვა და თავბრუდამხვევი მოგზაურობები აღარავის უკვირს. ღვინიაშვილის არაორდინალური გარეგნობით ბევრი ტკბება, ბევრი კი მაგალითს იღებს.

View this post on Instagram

🤘🏽

A post shared by 𝑆𝑎𝑙𝑜𝑚𝑒 𝐺𝑣𝑖𝑛𝑖𝑎𝑠ℎ𝑣𝑖𝑙𝑖 (@salomegviniashvili) on

ყველასათვის ცნობილია, რომ ფოტომოდელს სამი შვილი ჰყავს. მაგრამ, ბევრმა არ იცოდა, რომ სალომე ღვინიაშვილს უფროსი ვაჟი პირველი წარუმატებელი ქორწინებიდან ეყოლა, რომელზეც არასდროს საუბრობს. მის შვილებს შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ვირტუალურ სივრცეზე დაყრდნობით - დათო, ტასო და ნიტა ხიზანიშვილები ერთმანეთს კარგად უგებენ და მეგობრობენ. სალომე უფროს ვაჟს დათუნას ეძახის, ის 17 წლისაა, ხოლო პატარა გოგონები - ტასო და ნიტა სალომეს და ვეტერან ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის საერთო შვილები არიან. უფროსი ვაჟი დედასთან და მამინაცვალთან ერთად არც ისე ხშირად ჩანს. სავარაუდოდ, თინეიჯერს ობიექტივთან გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ, შთაბეჭდილება რჩება, რომ ის ოჯახის წევრებთან ერთად არასდროს იმყოფება.

View this post on Instagram

Moët mood 🥂 . @moetchandon #moetmoment #moetsociety #moetchandon

A post shared by 𝑆𝑎𝑙𝑜𝑚𝑒 𝐺𝑣𝑖𝑛𝑖𝑎𝑠ℎ𝑣𝑖𝑙𝑖 (@salomegviniashvili) on

ყველა ახალი ამბავი
0