გიორგი მარგველაშვილი: „ბავშვობაში სირიის ერთ ქუჩაზე იქაურ ბავშვებთან ვთამაშობდი“

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი პიროვნების ჩამოყალიბებასა და იდენტობის შეგრძნების მომენტზე საუბრობს, იხსენებს ბავშვობის იმ წლებს, როდესაც სირიაში ცხოვრობდა.

 

გიორგი მარგველაშვილი: „ბავშვობაში სირიის ერთ ქუჩაზე იქაურ ბავშვებთან ვთამაშობდი“
„იმის შეგრძნება, რომ შენ, წლების წინ რომ იყო, ის ადამიანი ხარ, გაუცნობიერებლად ჩნდება. ეს არ იხდება ისე, რომ დაჯდები და ამაზე ფიქრს დაიწყებ. საკუთარ თავზე ფიქრის დროს რამდენიმე წამით ფსიქოფიზიოლოგიურად სულ სხვა ტიპი ხდები.“- ამბობს გიორგი მარგველაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ექს-პრეზიდენტი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი, გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში იხსენებს: „როცა სირიაზე არის ხოლმე საუბარი, ძალიან მტკივა გული. იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელსაც ახლოს ვიცნობდი. მეგობრული და უაღრესად გახსნილი ხალხია. იქ დაახლოებით ისეა, როგორც თბილისში, ბავშვს მთელი უბანი რომ ზრდის ხოლმე“.

ყველა ახალი ამბავი
0