თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სოციალური ქსელის მომხმარებელი თამო საჩანელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიკროავტობუსში მომხდარ ამბავს იხსენებს და #39 სამარშუტო ტაქსის მძღოლის სიკეთეზე წერს.
მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ბავშვს, რომელიც შოკოლადის გამო ტიროდა, საჩუქარი გაუკეთა.
„პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა. ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ , გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს“, - წერს თამო საჩანელი.