„ქართულმა ოცნებამ" არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით შიდაპარტიულ კონსენსუსს მიაღწია

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებამდე აპირებს მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად, ნებისმიერი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს კონსტიტუციით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წლის - პროპორციული.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
რა დათმობაზე წავა „ქართული ოცნება“ - არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება

ხელისუფლებამ ზაფხულში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება და არა შერეული სისტემით, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული.

თუმცა, ამა წლის ნოემბერში პროექტი, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის პროტესტის გამო, ჩავარდა. ვინც უარი განაცხადა პროპორციული სისტემისთვის ხმის მიცემაზე, მათ თავიანთი ცვლილებები მოამზადეს კონსტიტუციაში და ახალი არჩევნების მოდელს სთავაზობენ ხელისუფლებას. ისინი გამოდიან წინადადებით, შეიცვალოს არჩევნების მთელი სისტემა და დაინერგოს ორპალატიანი პარლამენტი, სადაც არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა საქართველოში და ვინ როგორ მოხვდება 2020-ის პარლამენტში>>

როგორც მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობამ გაიზიარა მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბრები იმაზე, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც არასტაბილურობის პროცესს წარმოშობს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს, რომ ხელოვნურად იქნას გამოწვეული კრიზისები. საუბარია 2020 წლის შემდგომ პერიოდზე.

„ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი... საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით", - განაცხადა მდინარაძემ.

შესაბამისად, ვიცე-სპიკერის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნებამდე უნდა შეძლოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომლის თანახმად ნებისმიერი შესაძლოა საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება მხოლოდ 2024 წლამდე გასტანს.

ხალხი სეირნობს აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
განწყობები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე - პარტიების შანსები

„ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან. თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მდინარაძემ.

მმართველ პარტიას მას შემდეგ, რაც მისი რიგები დაახლოებით 15-მა დეპუტატმა დატოვა, აღარ აქვს საკმარისი ხმები პარლამენტში იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღოს.

ამასთან, მთელი ოპოზიცია და მმართველი პარტიიდან დეპუტატების ნაწილი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა.

ყველა ახალი ამბავი
0