ზახაროვა: პირდაპირი ფრენების აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა

© Sputnik / Alex Shlamovვიდეოხიდი მარია ზახაროვას მონაწილეობით
ვიდეოხიდი მარია ზახაროვას მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე ისაუბრა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვს მიაჩნია, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Sputnik-ის მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-მინსკის ვიდეოხიდის მიმდინარეობისას. 

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
„გამოავლინეთ კეთილი ნება“ - ზახაროვა ცხინვალში დაკავებული ექიმის შესახებ საუბრობს

დიპლომატმა მოიყვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ციტატა: „ამ ფრენებს მე, ალბათ, დავაბრუნებდი“. 

„რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა... ასე ძალიან ბევრი ფიქრობს“, — აღნიშნა ზახაროვამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჰუმანიტარული და ბიზნეს-ურთიერთობა ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის კვლავაც ვითარდება. 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისს შეჩერდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, რასაც საფუძვლად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები დაედო.

ყველა ახალი ამბავი
0