„ძალიან მინდა, მაგრამ არ შემიძლია“ - ზახაროვამ თბილისში ჩამოუსვლელობის მიზეზი განმარტა

© Sputnik / Alex Shlamovვიდეოხიდი მარია ზახაროვას მონაწილეობით
ვიდეოხიდი მარია ზახაროვას მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარია ზახაროვამ ვიდეოხიდისას საქართველოსა და მისი მცხოვრებლების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისში არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მინდა მისი მონახულება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვიდეოხიდის დროს. 

ვიდეოხიდი მარია ზახაროვას მონაწილეობით - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა: რუსეთი საქართველოში არც ერთ პარტიაზე არ დებს ფსონს

დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს საქართველოში, მათ შორის, ეროვნებით ქართველები.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში მათ ბევრჯერ დამპატიჟეს საქართველოში. ეს ძალიან ღირსეული ხალხია, ნამდვილი პატრიოტები, თანამედროვეობის გამოჩენილი ადამიანები. მე მათ მოსკოვში ვმასპინძლობ ხოლმე და მინდა, მეც ვეწვიო“, — თქვა ზახაროვამ.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი „ბავშვობა თბილისის სილამაზეზე მონათხრობებით იყო სავსე“.

„ჩვენთვის ეს რეალურად სოციოკულტურული, მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთა ცხოვრება და გულებიც ამ ვითარებამ შუაზე გაყო... არასდროს ვყოფილვარ თბილისში. მესმის, რომ ვერც შევძლებ [ჩამოსვლას], ვგრძნობ რა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ მორიგი პროვოკაციის საბაბად არ ვიქცე“, — აღნიშნა დიპლომატმა. 

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ გაწყდა, რაც რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.  

ამ დროისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინის შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0