გორის ტრასაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა - დაშავდა ერთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსის ერთადერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მიკროავტობუსი, რომელსაც, ჩვეულებრივ, შეზღუდული შესაძლებლობების პირები გადაჰყავს, გორი-სკრის მონაკვეთზე გადაბრუნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სიჩქარის კონტროლის სექცია - Sputnik საქართველო
ფრთხილად მძღოლებო: ხვალიდან დამატებით სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდნენ. დაშავდა მგზავრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ავტოავარიების ძირითადი ხუთი მიზეზი არსებობს. ესენია: ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის დროს, სიჩქარის გადაჭარბება, გასწრების წესის დარღვევა, შემხვედრ ზოლზე გადასვლა და საგზაო ნიშნის იგნორირება.

ყველა ახალი ამბავი
0