„მისი გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა...“ – გიორგი უშიკიშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

© photo: Giorgi ushikishvili / FBგიორგი უშიკიშვილი
გიორგი უშიკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ძალიან წუხს იმ დანაკლისზე, რაც ქართულმა კულტურამ ამ ადამიანის გარდაცვალებით განიცადა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალური ქსელის თავის გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა.

გულიკო ლომთათიძე - Sputnik საქართველო
ქართველი ლოტბარი და STELLA ALPINA, რომელმაც პირველმა შეასრულა იტალიაში „შენ ხარ ვენახი“

უშიკიშვილის თქმით, ანდრო სიმაშვილი მრავალი თაობის აღმზრდელი იყო.

„სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი. ჩვენი პედაგოგი და მეგობარი. ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა, სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა. ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. დანაკლისია მათთვის, ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი. დიდი მადლობა მას ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა, რომ გვასწავლა, გვარიგებდა და მუდამ ჩვენს გვერდით იდგა. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, – წერს გიორგი უშიკიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0