Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ევა ბარბაქაძის სილამაზე პლასტიკური ქირურგიის შედეგია? - გოგონამ ძველი ფოტო გამოაქვეყნა

© FB / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე
შორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი სილამაზის გარდა იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა. ცნობილი სექს-სიმბოლოს ქალიშვილი ხინკლებთან პოზირებს. ნახეთ როგორც გამოიყურება ევა მეგობრების მხიარულ გარემოცვაში

დედა-შვილზე ყველგან და ყოველთვის საუბრობენ. ამბობენ, რომ ევას სილამაზემ დედის გარეგნობა დაჩრდილა. გოგონა საუცხოოდ გამოიყურება და დიდ ყურადღებას იქცევს. ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი, იდეალურ დედობას უწევს- ამას მშვენიერი ევა ხშირად აღნიშნავს.

საქართველოში ამ ცნობილ და სკანდალურ ოჯახს ყველა იცნობს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმა კი, შორენა ბეგაშვილის ცხოვრების თითოეული დეტალი, სოციალური ქსელისა თუ ტელეეკრანების მეშვეობით კარგად იცის. მსახიობის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანი, მისი ქალიშვილი კი უდიდეს ყურადღებას იპყრობს. ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი და შეუდარებელი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით, სექსუალური დედაც კი დაჩრდილა. უახლესი ფოტოები სოციალური ქსელის აფეთქების მიზეზი გახდა.

გაზიარებულ ძველ ფოტოზე ევა გარდატეხის ასაკშია. მისმა სახემ რადიკალური ცვლილება განიცადა. აშკარაა, რომ გოგონას გამსხვავებული გარეგნობა აქვს და მაკიაჟი სუპერ-ვარსკვლავად გარდაქმნის. ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილის პირველი სიყვარულის ნაყოფია. მსახიობი თინეიჯერობის პერიოდში გათხოვდა და ამას ძალიან ნანობს. ამიტომ, ევას სულ სხვაგვარად ზრდის და გოგონას დედისგან განსხვავებული ინტერესები ამოძრავებს. შორენა ბეგაშვილი გადატანილმა სირთულეებმა უფრო და უფრო გაახლიერა, ევა ბარბაქაძე კი, ძლიერი დედის მაგალითზე წარმატებას სხვა ხერხებით აღწევს. წელს გოგონა სტუდენტი გახდა. შორენას თაყვანისმცემლები ევას თაყვანისმცემლებად ჯერ კიდევ მაშინ გადაიქცნენ, როდესაც წლების წინ, პატარა გოგონა დედის ეროტიულ გადაღებებს ესწრებოდა. გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული შორენას ერთად ერთი ქალიშვილი ფოტოსესიებს დამოუკიდებლად ესწრებოდა და რამდენიმე მსხვილი კომპანიისა და კლინიკის სახე გახდა. მათ შორის იყო კლინიკა, რომელმაც ევა სიცოცხლე დაუბრუნა.

ყველა ახალი ამბავი
0