ეკა ბესელია: ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსა და პარლამენტს...

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საუბრობს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
ეკა ბესელია: ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსა და პარლამენტს...
„იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში და პარლამენტში ახალ პოზიციებზე და ახალ ვაკანსიებზე კანდიდატების განხილვა აღარ უნდა მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ის ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს. ამ ნორმის საფუძველზე ხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსა და პარლამენტს, რომ ამ საზიანო, ცუდი, არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პროცედურით არ მოხდეს ახალი კანდიდატების არჩევა“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ის ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს

ყველა ახალი ამბავი
0