თურქეთიდან შემოსული 49 ტონა კარტოფილი „სარფის" საბაჟოდან უკან დააბრუნეს

© photo: Sputnik / Stringerკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში კარტოფილი ლაბორატორიულად შეამოწმეს. მასში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფიდან" თურქეთიდან შემოსული 49 ტონა კარტოფილი, მასში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის გამო, უკან გააბრუნეს, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შემოტანილი კარტოფილი, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულად შეამოწმეს.

ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ>>

„კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0