საქართველოში დასაქმების სააგენტო შეიქმნება

© photo: Sputnikაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგიერთ შემთხვევაში დასაქმების მაძიებელთა მხარდაჭერა ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და პროფილირებასთან ერთად გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარებას მოიცავს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამუშავდება დასაქმების ახალი სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი გადამზადების პროგრამებსა და ხარისხიან მომსახურებას, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

„მეთოდოლოგია, რომლითაც ახალი დასაქმების სააგენტო იხელმძღვანელებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად არის შემუშავებული და ევროპაში კარგად აპრობირებული მეთოდოლოგიაა. ეს მოდელი დასაქმების თითოეულ მაძიებელთან კომპლექსურ და ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს, რაშიც შედის კარიერული კონსულტაცია და პროფილირება“, – განაცხადა ბარკალაიამ პირველი არხის ეთერში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ტაქსის რეფორმა წარმატებული გამოდგა, მუხედავად იმისა, რომ მოდიოდა შემოტევები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მაძიებელთა მხარდაჭერის კონსულტაციები და პროგრამები თითოეული ადამიანის კვალიფიკაციასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

„როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, საჭიროა კატეგორიზაცია. არსებობს პირველი და მეორე კატეგორია, ანუ მარტივად დასაქმებადი ადამიანები, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება აქვთ და წელიწადზე ნაკლები არიან უმუშევარი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შესაბამისად, ამ პირთა დასაქმების მიზნით ძირითადად გაიცემა ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ. ამასთან, არსებობს მესამე და მეოთხე ე.წ. ძნელად დასაქმებადი კატეგორიები. იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ, ამ კატეგორიის პირებს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„ეს მხარდაჭერა გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა და პროფილირებისა, რაც გარკვეული უნარების განვითარებას ემსახურება, როგორიცაა დამსაქმებლის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენა, რეზიუმეს შედგენა, დამსაქმებელთან ინტერვიუ, ასევე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი კონკრეტული კვალიფიკაციის მიღებისთვის გაწეულ დახმარებასაც გულისხმობს“, – განაცხადა ბარკალაიამ.

„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ >>

უმუშევრობა საქართველოში მცირდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად რჩება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელისუფლება სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის ბოლოს უმუშევრობის დონე 11,1%-ს შეადგენდა. ერთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 12,2%-ს შეადგენდა.

უმუშევარი მამაკაცი - Sputnik საქართველო
ვინ დარჩება უმუშევარი უახლოეს მომავალში: არასაჭირო პროფესიები

საქართველოში უმუშევრობის შემცირებასთან ერთად მოსახლეობის აქტივობის დონე შემცირდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების – 0.9 პროცენტული პუნქტით. დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას ქალაქებში. მიუხედავად ამისა, ქალაქებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.7%-ით, ხოლო სოფლებში – 0.5%-ით.

უმუშევრობა უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

საქართველოს მთავრობის წევრებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ უმუშევრობის შემცირების ტემპები ძალიან დაბალია. პროცესის დასაჩქარებლად 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ განუხრელად უნდა განაგრძოს რეფორმების პროგრამის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო მაღალი ტემპით ეკონომიკურ ზრდას.

© Sputnik / Konstantin Ivanovუმუშევრობა საქართველოში
საქართველოში დასაქმების სააგენტო შეიქმნება - Sputnik საქართველო
უმუშევრობა საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0