ანა დოლიძე: გურულებს გენეტიკურად გვაქვს, რომ გვადარდებდეს ის, რაც ეზოს იქით ხდება

© photo: Anna Dolidze / FBანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა დოლიძე თავის ბავშვობას იხსენებს, იმას, თუ როგორ და რატომ შეაჩერა არჩევანი ისეთ პროფესიაზე, როგორიცაა იურისპრუდენცია. ამბობს, რომ ამაში გენებიც დაეხმარა.
ანა დოლიძე: გურულებს გენეტიკურად გვაქვს, რომ გვადარდებდეს ის რაც ეზოს იქით ხდება
„ასეთი პროფესია და სფერო რომ ავირჩიე, იურისპრუდენცია და სამართალი, ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკასთან ახლოსაა. ზოგადად საჯარო ცხოვრება და საკითხები ყოველთვის მაინტერესებდა. მაგალითად, მაინტერესებდა რა ხდება ქალაქში, როგორი ტრანსპორტი უნდა გვქონდეს, როგორი სკვერები, რამდენი ხელფასი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს და სამუშაო საათი რამდენი უნდა იყოს. როცა სტუდენტები ერთ-ერთ შეჯიბრზე მივდიოდით თბილისიდან ვაშინგტონში, იმავე თვითმფრინავში მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა. ის მოვიდა ჩვენთან და დაგველაპარაკა“, – იხსენებს ანა დოლიძე სატელევიზიო გადაცემაში.

იურისტი ანა დოლიძე გადაცემაში ამბობს: „ძალიან მკაცრი პოზიცია მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ადგილებს ყოველ 5-10 წელიწადში სახელები გადაარქვა. იყავი იმ ეპოქაში? - უნდა მიიღო ის“.

ყველა ახალი ამბავი
0