კობახიძე: 200 ნაცის შეძახილი მე ვერანაირ დისკომფორტს ვერ შემიქმნის

© photo: Parliament of Georgia / FB ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე საუბრობს, თუ რატომ არ უქმნის დისკომფორტს პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტების შეძახილები.
კობახიძე: 200 ნაცის შეძახილი მე ვერანაირ დისკომფორტს ვერ შემიქმნის
„200 ნაცის შეძახილი, ბუნებრივია, ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის. მათ აქვთ დისკომფორტი, რომ ნაცები არიან. თავის თავსაც ვერ ეძახიან ნაცს, იმდენად დისკრედიტებულები არიან. ბაქიბუქობდნენ, რომ იქნებოდნენ 800 კაცი. ნაციონალებს ზურგს არ უმაგრებს ხალხი“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, პოლიტიკაში მთავარი ფაქტორი ხალხია, გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის მიერ, ხალხის მხარდაჭერით. თუ პარტიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ისინი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. 

ყველა ახალი ამბავი
0