მარჯანიშვილის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
მარჯანიშვილზე ორი ადამიანი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

შემთხვევა თბილისში, მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს მოხდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ფეხის არეში დაჭრა 28 წლის და 52 წლის მამაკაცები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები მამა-შვილი არიან.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0