თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. რუსების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ორგანიზებულ ტურიზმს ანიჭებენ უპირატესობას, საქართველო პოპულარულ დასასვენებელ ადგილებს შორისაა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ.
საქართველომ ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 68-ე ადგილი დაიკავა >>
როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლოს მოთხოვნილებამ ისეთ კომბინირებულ ტურებზე, რომლებიც საქართველოში დასვენებასაც მოიცავენ, 15%-ით მოიმატა.
„საქართველოში პირდაპირი ფრენით ტურები არ არის, მაგრამ ტუროპერატორებს გაეზარდათ კომბინირებული მარშრუტების გაყიდვები: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო. წლის ბოლოს მოთხოვნილება ისეთ კომბინირებულ ტურებზე, რომლებიც საქართველოში დასვენებასაც მოიცავს, 15%-ით გაიზარდა“, - განაცხადა მაია ლომიძემ.
მისი სიტყვებით, რუსი ტურისტების გარკვეული კატეგორიისთვის ასეთი ტურები ხელსაყრელია, რადგან შესაძლებელია მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, შემდეგ კი საქართველოში ჩამოსვლა.
მაია ლომიძემ დააზუსტა, რომ ზაფხულში რუს ტურისტებს შორის პოპულარული იყო საგზურები, რომლებიც მოიცავდა სომხეთში ექსკურსიასა და საქართველოს ზღვისპირეთში დასვენებას.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა.