თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერებს გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი საპასპორტო კონტროლს გადიოდნენ. შსს ინციდენტის შესწავლას უკვე შეუდგა.
თავდასხმის შესახებ უგულავამ Facebook-გვერდზე დაწერა.
„მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ, თავდამსხმელები დავიჭირეთო", – დაწერა უგულავამ.
ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით, პოლიციას ოპოზიციონერებზე თავდამსხმელი ორ პირი დაკითხვაზე ჰყავს. ჩვენებას აძლევენ პოლიტიკოსებიც.