ანა ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ. ანას და კონსტანტინეს თმებიც კი ერთნაირად ავანგარდულად აქვთ გაკეთებული სერიალში, რეალითი-შოუსა და რეალურ ცხოვრებაში. ფაქტია, წყვილი ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს.
არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება მათივე პერსონაჟებისგან განსხვავდება. სწორედ ეს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც მედიასაშულებები იუწყებიან, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდათ.
წყვილი ზაფხულის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ყოფნამ მათი ურთიერთობა ოფიციალურ ჭრილში გადაიყვანა. ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ხელი კახეთში მოაწერეს. მოულოდნელ გადაწყვეტილებას ცნობილი სახეებიც ესრებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი სცენარისტი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მამოძრავებელი ძალა ქეთი დევდარიანი. მეგობრები ანას და კონსტანტინეს დაწყებულ ახალ ურთიერთობას დიდი სიხარულით შეეგებნენ.
ცოტა ხნის წინ ანამ Instagram-ზე ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მეუღლე მას გემრიელი საჭმელებით ანებივრებს, რადგან ფოტოზე კონსტანტინე სამზარეულოშია და თანაც ახალი კერძის შექმნის პროცესში.