მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სირია აშშ-ის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას აპირებს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბაშარ ჯააფარი
ბაშარ ჯააფარი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნურ-სულთანში გამართულ „ასტანის ფორმატის“ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარანტორი ქვეყნების — ირანის, რუსეთის, თურქეთის, სირიის მთავრობებისა და ასევე სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. დამასკო აპირებს დაამყაროს სუვერენიტეტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აშშ-ის მიერ კონტროლირებად მიწებზე, განაცხადა გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ჯააფარიმ. 

„იდლიბი — ეს სირიის ტერიტორიაა და სირიის მთავრობას განზრახული აქვს, გაათავისუფლოს მთელი ეს რაიონი ტერორისტებისგან, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რაიონები, რომლებიც უცხოელთა ოკუპაციაშია მოქცეული. ანუ ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა თურქეთსა და აშშ-ს აქვს ოკუპირებული. და, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობები“, — განაცხადა ჯააფარიმ ყაზახეთის დედაქალაქში „ასტანის ფორმატში“ გამართულ შეხვედრაზე. 

ამასთან, გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იდლიბი ასევე უნდა გაიწმინდოს იმ ტერორისტებისგან, რომლებსაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და საუდის არაბეთი უჭერენ მხარს. 

ალეპო - Sputnik საქართველო
თურქული პასუხისმგებლობის ზონა: ალეპოში სროლები არ წყდება

„ასტანის ფორმატის“ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარანტორი ქვეყნების — ირანის, რუსეთის, თურქეთის, სირიის მთავრობებისა და ასევე სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ იორდანიის, ლიბანის, ერაყისა და გაეროს დელეგაციები.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე რვა წელზე მეტია გრძელდება. ვითარება გამწვავდა ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც თურქეთმა ქურთული რაზმების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყება გამოაცხადა. ვაშინგტონმა უარი თქვა ანკარის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ სირიიდან ჯარები გაჰყავდა, თუმცა მერე მაინც დატოვა თავისი სამხედრო კონტინგენტის ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან სირიული ნავთობის დაცვის საბაბით.

რუსეთმა და თურქეთმა 22 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების ათპუნქტიან მემორანდუმს, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ნაწილების შეყვანას გულისხმობდა თურქული სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ ზონის მიღმა. მათი მიზანი იყო ქურთული რაზმებისა და მათი შეიარაღების საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით გაყვანა, რის შემდეგაც ერთობლივი რუსულ-თურქული პატრულირება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0