ოპოზიცია ქართული ჯარის შესახებ პრეზიდენტის განცხადებით შეშფოთებულია

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროტესტის ნიშნად სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს" წევრები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და თავდაცვის მინისტრს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მის მიერ ქართულ ჯარსა და მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

 სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის „ევრონესტის“ მნიშვნელობა განმარტა

„ჩვენ არც ჯარი გვყავს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერებთან გამართულ შეხვედრაზე.

ოპოზიციამ პრეზიდენტის სიტყვები ჯარისა და მთლიანად ქვეყნის შეურაცხყოფად შეაფასა.

„მე და ჩვენ – „სამოქალაქო მოძრაობა" მოვითხოვთ, რომ თანამდებობით პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, სინამდვილეში კი ამ ქვეყნის უზარმაზარმა სირცხვილმა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქვეყნისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე", – განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

პროტესტის ნიშნად ბანკირ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს" წევრები გმირთა მოედანთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გვირგვინით შეამკეს მემორიალი და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდეს – ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს.

„ჩვენ გვინდა, რომ ქართულ ჯარს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, მადლობა ვუთხრათ. პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში და ასევე სასწრაფო განცხადება უნდა გააკეთოს თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც უკვე ძალიან დააგვიანდა და მისი დუმილი არის შემაშფოთებელი. თქვენ, ქართველ ჯარისკაცებს, საუბედუროდ, გყავთ უღირსი მთავარსარდალი, მაგრამ ეს არის დროებითი, ის, რასაც თქვენ ემსახურებით – სამშობლო, ეს არის მუდმივი და ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი სამსახურისთვის", – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0