„ტროა, დაკარგული სამოთხე" – სოხუმის თეატრი თბილისში პრემიერისთვის ემზადება

© photo: Sokhumi Theatre / FBსოხუმის თეატრის მსახიობი ქეთა შათირიშვილი
სოხუმის თეატრის მსახიობი ქეთა შათირიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლი შინაგანად ძლიერი ქალების რეალურ ისტორიებს ეფუძნება, რომლებიც, მიუხედავად დიდი დანაკარგისა, მაინც იბრძვიან სიცოცხლისათვის.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. „ტროა, დაკარგული სამოთხე" – კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი 135-ე სეზონს ოთხშაბათს, 11 დეკემბერს პრემიერით ხსნის.

გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გია ყანჩელის „სევდის ანგელოზები“ – თბილისში სიჩუმის მაესტროს ცხოვრებაზე ფილმს აჩვენებენ

სპექტაკლს საფუძვლად უდევს აფხაზეთის ომგამოვლილ ქალთა რეალური ამბები, რომლებმაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაკარგეს ყველაფერი – ქმრები, შვილები, სახლები.

დოკუმენტური სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თურქი რეჟისორი გამზე თანრივერმიში. სპექტაკლის ჩვენება ინგლისური და აფხაზური სუბტიტრებით მოხდება.

დამდგმელი ქორეოგრაფია ნათია ბუნტური. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ეკა არჩია, ნინო ლეჟავა, ჯულიეტა პაკელიანი, ნინო შავგულიძე, სანათა ძაძამია და სხვები.

საპრემიერო ჩვენებები 11 და 13 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. პროექტი განხორციელდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და თბილისში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0