მიშელ ობამამ, ჯულია რობერტსმა და ჯენა ბუშმა ვიეტნამში მოზარდი გოგონები მოინახულეს
მიშელ ობამამ, ჯულია რობერტსმა და ჯენა ბუშმა ვიეტნამში მოზარდი გოგონები მოინახულეს
Sputnik საქართველო
მიშელ ობამა, ჯულია რობერტსი და ჯენა ბუში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოზარდ გოგონებს ეწვივნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში შეხვედრის სურათები. 11.12.2019-ს, Sputnik საქართველო
მიშელ ობამა, ჯულია რობერტსი და ჯენა ბუში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოზარდ გოგონებს ეწვივნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში შეხვედრის სურათები.
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ჰოლივუდის მსახიობი ჯულია რობერტსი და ჯორჯ ბუშის ქალიშვილი ჯენა ვიეტნამში ერთ-ერთ სკოლას ესტუმრნენ, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
ვიზიტის მიზანი იყო კონფერენცია, რომელიც მალაიზიაში ქალთა განათლებას ეძღვნებოდა. მიშელ ობამა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, შემდეგ კი გოგონებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ობამას ფონდის პროგრამა მსოფლიოს მოზარდი გოგონების უფლებებისა და შესაძლებლობების ზრდაზეა მიმართული, რაც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად გაღვივებაში მოეხმარება