წამლები ახლოს და იაფად: საქართველოში სპეციალურ ვებ-პორტალს ქმნიან

© photo: Sputnikაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმა პლატფორმამ მოსახლეობისთვის მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს: ვებ-პორტალი დაეხმარება ადამიანებს წამლები მათთვის მოსახერხებელ ადგილას და დაბალ ფასად შეიძინონ

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შეიქმნება სპეციალური ვებ-პორტალი, სადაც შესაძლებელი იქნება სააფთიაქო ქსელებში წამლების ფასების შედარება და მათი მისამართის მიხედვით მოძიება.

რატომ გაქრა აფთიაქებიდან შეღავათიანი მედიკამენტები >>

ახალი პროგრამა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა შეხვედრაზე, რომელიც ქართული ფარმაცევტული ბაზრის საკითხებს და კონკურენციის მექანიზმებს მიეძღვნა.

„შეხვედრაზე საუბარი შედგა ახალი ვებ-პორტალის შესახებ, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საქართველოში არსებულ ქსელებში მოძებნოს მისთვის საჭირო მედიკამენტი ფასისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით“, – განაცხადა ლექვინაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ევროპელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს აღნიშნულ სფეროში თავის გამოცდილებას უზიარებენ, განიხილება მედიკამენტებზე ფასთა განსაზღვრის საკითხები.

ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლექვინაძეს დაავალა აღნიშნული სფეროს ანალიზი ჩატარება, შემდგომ კი დეტალური ანგარიშის წარმოდგენა.

ყველა ახალი ამბავი
0