Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ მოიქცეოდა მარიამი, თუ გიორგის სხვა გოგოსთან წაასწრებდა ლოგინში – მსახიობის პასუხი

© photo: My wife's friends / FBგიორგი მახარაძე
გიორგი მახარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ „მასიმეს“ როლის შემსრულებელს გიორგი მახარაძეს და მარიამ ნადირაძეს შვიდწლიანი სიყვარული აკავშირებთ. აღმოჩნდა, რომ წყვილი არაჩვეულებრივად იცნობს ერთმანეთს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა გიორგი მახარაძემ მის შვიდწლიან სიყვარულზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მას და „თავისუფალი თეატრის“ მსახიობს მარიამ ნადირაძეს უკვე სერიოზული ურთიერთობა აქვთ და თითქმის ცოლ-ქმარი არიან.

გადაცემაში სტუმრად მარიამ ნადირაძეც იყო, რომელსაც სახელდახელოდ ტესტი შეავსებინეს. იმისთვის კი, რომ გაეგოთ, რამდენად იცნობს მარიამს გიორგი, მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ოთხი სავარაუდო პასუხი ჰქონდა ასეთი იყო: „როგორ მოიქცეოდი, სახლში დაბრუნებულს გიორგი რომ სხვა გოგოსთან ერთად გენახა ლოგინში?“ მარიამმა ოთხი ჩამოთვლილი პასუხიდან ერთ-ერთი – „შევუერთდებოდი“ შემოხაზა, რომელიც გიორგიმაც გამოიცნო. მსახიობმა აღნიშნა, რომ მისი შეყვარებული ეჭვიანი არ არის, ამიტომ არც იჩხუბებდა, მით უმეტეს, ტაფას არ ჩაარტყამდა თავში არც ერთს, და ჩამოთვლილი პასუხებიდან ასარჩევი ესღა დარჩებოდა.

გიორგი მახარაძე გოგონებში პოპულარობით სარგებლობს. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირის „მაქსიმეს“ შემსრულებელმა გიორგი მახარაძემ შეყვარებული დაიბრუნა. მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ.

როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა კაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა, სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.
გიორგი მახარაძე წარსულში იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი გახლდათ. წყვილს ერთი შვილი - ელენე ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0