როგორც ამბობენ, ნივთებს ბედნიერებისა და სიმდიდრის მოზიდვა შეუძლია. 2020 წელი, ჩინური კალენდრით, ახალ ციკლს იწყებს. ეს იდეალური დროა იმისთვის, რომ დაემშვიდობოთ მავნე ჩვევებს და ახალი, მრავლისმომცემი პროექტები დაიწყოთ. განსაკუთრებით გაუმართლებს მათ, ვინც ვირთხის წელიწადში დაიბადა.
ექსპერტები გვირჩევენ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2020 წელს ენერგიული, ოპტიმისტური და ბედნიერი ვიყოთ.
სამთათიანი ბაყაყი
სამთათიანი ბაყაყის ლითონის ფიგურა, რომელსაც პირით მონეტა უჭირავს და მონეტები აყრია, ფენ-შუის მიხედვით ბედნიერების ერთ-ერთი სიმბოლოა. დადეთ ის საახალწლოდ სახლში ან ოფისში. მოათავსეთ შესასვლელი კარის მოპირდაპირედ, ან სამხრეთ-აღმოსავლეთით - ეს სიმდიდრისა და კეთილდღეობის გარანტიაა.
სამთათიანი ბაყაყი, გომბეშო ჩინურ კულტურაში სიმდიდრის სიმბოლოა. გადმოცემის თანახმად, ის ოდესღაც ბოროტი არსება იყო. სასჯელის სახით მან ერთი თათი დაკარგა და ოქროს მონეტებს „იფურთხება". ამიტომ გამოსახავენ მას ოქროს მონეტებზე მჯდომს, პირში მონეტით, ხშირად წითელი თვალებითა და ნესტოებით.
ჩინური დრაკონი
დრაკონი დაცვის, წარმატებისა და იღბლის სიმბოლოა. ის ხშირად გამოიხატება ყვითელ, მწვანე და ლურჯ ფერებში. ეს ფერებია სწორედ ლითონის ვირთხის წლის მთავარი ფერები. ჩინური დრაკონის ფიგურა წარმატებით დაამშვენებს თქვენს ინტერიერს.
დრაკონი ჩინურ კულტურაში კეთილი საწყისის, იანის და მთლიანად, ჩინელი ხალხის სიმბოლოა. ასოცირდება წყლის სტიქიასთან.
თეთრი სანთლები
თეთრი ასევე ერთ-ერთი მთავარი ფერი იქნება 2020 წლის ფერთა გამაში. ის სიწმინდის სიმბოლოა. საჭიროა წინასწარ მოიმარაგოთ თეთრი არომატიზირებული სანთლები - მათი ნაზი სინათლე სითბოსა და სიმყუდროვეს გაჩუქებთ, ხოლო სასიამოვნო სურნელი მოდუნებაში დაგეხმარებათ. ამასთან, თეთრი სანთლები იღბალს იზიდავს.