საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარს სამშობლოში გამოასვენებენ

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში საქართველოს საკონსულომ უკვე მიიღო ოფიციალური შეტყობინება ტულუზის ციხეში 31 წლის ქართველის გარდაცვალების შესახებ

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის ციხეში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურა დაიწყო, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს.

საფრანგეთში საქართველოს საკონსულომ უკვე მიიღო ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან, მიმდინარეობს გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები”, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ციხე - Sputnik საქართველო
ქუთაისში პატიმარმა თავი მოიკლა – ინსპექტორს ბრალი წაუყენეს

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ტულუზის ციხეში 31 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა თავი მოიკლა, მაგრამ ოჯახის წევრებს ამის არ სჯერათ.

გარდაცვლილი პატიმრის დედის განცხადებით, მისი შვილი ხუთი თვის წინ დააპატიმრეს. სასჯელის მოხდამდე მას სამი თვე ჰქონდა დარჩენილი.

ქალი ირწმუნება, რომ შვილს ხშირად ესაუბრებოდა ტელეფონით და მას არ ჰქონდა რაიმე პრობლემა, რის გამოც მას სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება შეეძლო. ქალის თქმით, მისი ვაჟი ავად იყო და ციხის ადმინისტრაციას საავადმყოფოში გადაყვანას სთხოვდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საქართველოს მთავრობას დახმარება ცხედრის გადმოსვენებაში სთხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0