ლომჯარია: „მაყურებლები“ გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ
„ღია ტიპის დაწესებულებებში ამას სისტემური ხასიათი აქვს. ღია ტიპის დაწესებულება არის ადგილი, სადაც ბევრი პატიმარი ერთად იყრის თავს. ე.წ. მაყურებლების გაძლიერება ძირითადად ღია ტიპის დაწესებულებებში შეიმჩნევა, თუმცა დახურულ დაწესებულებაზეც გვქონია ინფორმაცია, რომ არსებობენ მსგავსი ადამიანები. დახურულ დაწესებულებაში პატიმრები ძირითადად საკნებში სხედან, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთი პატიმარი მოძრაობს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის განმარტებით, სხვა პატიმრებთან „მაყურებლების“ გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს. გამოსავალი კი ციხის სტრუქტურის შეცვლა და მცირე ზომის დაწესებულებების აშენებაა.