სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო: „რუსთავი 2" ხალვაშს რჩება

გამოწერა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კვლავ განაცხადა, რომ საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სამართალწარმოება დარღვევების გარეშე წარიმართა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილების გადახედვაზე უარი განაცხადა – ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები მის დაბრუნებას ვერ შეძლებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ივნისში სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ. შესაბამისად, ტელეკომპანიის წილები ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადანაწილდა.

ყველა ახალი ამბავი
0