ქუჩის პროტესტები, რომელთა დახმარებითაც პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან, ქვეყნისთვის დამღუპველია, მიაჩნია გელათის აკადემიის აკადემიკოსს, პარტია „თეთრების“ ხელმძღვანელს თემურ შაშიაშვილს.
შაშიაშვილმა ქართველ მეცნიერებთან – გუბაზ მეგრელიძესთან და ჯუმბერ ბოლღაშვილთან ერთად განიხილა საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის კონცეფცია, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი მათ მიერ მომზადებულ სამეცნიერო გამოცემებში. წიგნები „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება“ 200-ზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ მოამზადა.