შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს

© photo: courtesy of Chocoartხელნაკეთი შოკოლადი
ხელნაკეთი შოკოლადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტკბილეულის მოყვარულებისთვის თბილისში სასიამოვნო სიახლეა – ბაზარზე გამოჩნდა კომპანია „შოკოარტი“, რომელიც მომხმარებლებს ხელნაკეთ შოკოლადს სთავაზობს.

„შოკოარტის“ შექმნის იდეა 19 წლის სტუდენტს ეთო სამქანაშვილს ეკუთვნის. ახალგაზრდა მეწარმე მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ამზადებს 20 სახეობის ფილას, ასევე მენდიანტებს და სხვადასხვა შიგთავსიან, ფერად ბონბონებს, რომელიც სასიამოვნო, არომატული გემოთი გამოირჩევა. საკუთარი საქმიანობის შესახებ ეთო „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.

© photo: courtesy of Chocoartეთო სამქანაშვილი
შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს - Sputnik საქართველო
ეთო სამქანაშვილი

- მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე. ვცხოვრობ თბილისში. ყველაფერთან ერთად მაქვს საყვარელი საქმიანობა და ვამზადებ ხელნაკეთ შოკოლადს.

© photo: courtesy of Chocoartხელნაკეთი შოკოლადი
შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი შოკოლადი

- ალბათ ბავშვობაში განსაკუთრებით გიყვარდათ შოკოლადი...

- რომ გითხრათ შოკოლადზე ვგიჟდები და ამიტომ დავიწყე მისი მომზადება-მეთქი, მოგატყუებთ. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს როდის, ან რატომ გამიჩნდა ამის სურვილი. პირველად ერთი წლის წინ გავაკეთე შოკოლადის ფილა. თუმცა ბევრი დრო დამჭირდა, მისი წარმოება რომ გამებედა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა იდეამ გაამართლა.

© photo: courtesy of Chocoartხელნაკეთი შოკოლადი
შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი შოკოლადი

- როგორ მზადდება თქვენი შოკოლადი და რამდენად მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობთ მომხმარებლებს?

- შოკოლადს ვამზადებ უმაღლესი ხარისხის ბელგიური შოკოლადის კალეტებისგან, ხოლო ჩირეული და თხილეული, ვცდილობ, მაქსიმალურად ქართული იყოს. მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს ვთავაზობთ: დაახლოებით 20 სახეობის ფილას ვამზადებ, ასევე მენდიანტებს და სხვადასხვა შიგთავსიან, ფერად ბონბონებს.

© photo: courtesy of Chocoartხელნაკეთი შოკოლადი
შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი შოკოლადი

- რით არის თქვენი შოკოლადი გამორჩეული?

- „შოკოარტის“ შოკოლადი გამორჩეულია პირველ რიგში იმით, რომ ხელნაკეთია. შემდგომ კი იმით, რომ მისი ვიზუალური მხარე პირდაპირ თანხვედრაშია გემოსთან. გემო კი თავად უნდა გასინჯოთ და შეაფასოთ.

© photo: courtesy of Chocoartხელნაკეთი შოკოლადი
შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი შოკოლადი

- რამდენად განებივრებულია ქართველი მომხმარებელი ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტით?

- ვფიქრობ, რომ ქართველი მომხმარებელი დიდად განებივრებული არ არის მსგავსი პროდუქტით, თუმცა ამ ბოლო დროს ბაზარზე ვხედავ სხვადასხვა ხელნაკეთი შოკოლადის ნაწარმს, რაც ძალიან მახარებს.

© photo: courtesy of Chocoartხელნაკეთი შოკოლადი
შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი შოკოლადი

- ალბათ დამეთანხმებით, ჯანსაღი კონკურენცია ზრდის ხარისხის. არის ქართული ბაზარი კონკურენტუნარიანი?

- რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია. ამ შემთხვევაში ყველა ცდილობს მისი პროდუქტი სხვასთან შედარებით მეტად გამორჩეული, ხარისხიანი და მომხმარებლისთვის მოსაწონი იყოს. არაერთი საუკეთესო ქართული პროდუქტი ვიცი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციაა.

© photo: courtesy of Chocoartხელნაკეთი შოკოლადი
შოკოლადის ხელოვნება: 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს ამზადებს - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი შოკოლადი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, მინდა საკუთარი კაფე მქონდეს. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და მე თავს არ დავზოგავ. იმედი მაქვს, ჩემს ჩანაფიქრს განვახორციელებ.

ყველა ახალი ამბავი
0