საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliქალაქში გრიპია
ქალაქში გრიპია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძის განმარტებით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

საავადმყოფოს დერეფანში - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: რესპუბლიკური საავადმყოფო ქვეყანაში ყველაზე წარმატებული შეიძლება გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა.

ზახაშვილის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა. ორივე პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა და ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.

გასული წლის დეკემბერ-იანვარში საქართველოში მძვინვარებდა H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი". H1N1-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 22-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 100 ათას ადამიანზე დაავადების 104 შემთხვევა იყო. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 450 ადამიანს შეადგენს.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ერთიანი სისტემა ამოქმედდა

„ღორის გრიპი" მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალო კონტაქტით, ისე ჰაერწვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიური უწოდეს, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0