Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გააჩინეთ ბევრი შვილი, რომ ჩვენსავით არ დარჩეთ მარტო“ – ნინო ნადირაძის ემოციური მიმართვა

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახში მატებაა. მათ ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ნახეთ, რა ხდება ოჯახში ბაიას გათხოვების შემდეგ.

ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია.

ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი გათხოვებისთვის ენანება. როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

ნინო კუზანოვა მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა.

ცოტა ხნის წინ ნინო ნადირაძემ მეუღლესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას მიმართავს, რაც შეიძლება ბევრი შვილი გააჩინონ.

„ერთი შვილი გათხოვდა, მეორე – მეგობართან დარჩა. დავრჩით მარტო. კიდევ ერთი შვილი უნდა გაგვეჩინა. ხალხო, გააჩინეთ რაც შეიძლება ბევრი შვილი, რომ ჩვენსავით მარტო არ დარჩეთ“, – ამბობს ცნობილი ექიმი.

ყველა ახალი ამბავი
0