Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„9 საათი თავთან უზის დედას მარტო...“ – ნინი ქარსელაძის მეგობარი ემოციურ წერილს აქვეყნებს

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი უკვე რამდენიმე წელს ითვლის. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი აქვს ქართულ შოუ-ბიზნესში. აღმოჩნდა, რომ მათი ოჯახი განსაცდელშია.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნინი ქარსელაძის მეგობარმა ლიკა რევიშვილმა ვრცელი, ემოციური წერილი გამოაქვეყნა. 

ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის – ზურა ხაჩიძე საზოგადოებას სთხოვს ილოცონ მისთვის

მომღერლის მეგობარი წერს, რომ ნინის მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, როდესაც დედის მძიმე დაავადების შესახებ შეიტყო და ახლა, დარწმუნებულია, ყველაფერს შეძლებს დედისთვის, რადგან უცხო ადამიანებისთვის მსგავს სიტუაციაში შეუძლებელი გაუკეთებია.

მისი თქმით, მისი მეგობარი არასოდეს წუწუნებს მის პრობლემებზე, ზოგჯერ ნერვებსაც უშლის, რომ ყველას უპრობლემო, გათამამებული, ფეხი-ფეხზე გადადებული და ვარდისფერი სათვალით ცხოვრების მაყურებელი ჰგონია.

„დღეს ჩემი მეგობარი დედის გადასარჩენად ებრძვის ყოველდღიურობას. 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ არ დაუწუწუნია. იმიტომ არა, რომ პრობლემა არ აქვს, იმიტომ არა, რომ ორ კვირაში ერთხელ ასწრებს შეაგროვოს ყველაფერი, რაც დედის გადასარჩენად სჭირდება და გაფრინდეს პროცედურის ჩასატარებლად, იმიტომ არა, რომ 9 საათი თავთან უზის მარტო დედას და ელოდება, როდის დამთავრდება გადასხმა. გულით და სულით სჯერა და სწამს, რომ მისი მონდომებით და სიყვარულით დაამარცხებს ყველა ბოროტ დაავადებას დედამიწაზე“, – წერს ლიკა რევიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე აქვს. ამის შესახებ „რეიტინგთან“ ინტერვიუში ზურა ხაჩიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხათუნა ისრაელში მკურნალობს, ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და ცოტა უკეთაა. დაავადების შესახებ კი შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ. ზურა ხაჩიძე საზოგადოებას სთხოვს, ილოცონ ხათუნასთვის.

ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
„თუ მოინდომებ, გაიმარჯვებ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ხათუნა ჟორდანიას ამხნევებს

საზოგადოების შეშფოთება რამდენიმე დღის წინ მომღერალ ზურა ხაჩიძის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულმა ფოტომ გამოიწვია, სადაც მისი მეუღლე ხათუნა ჟორდანია კლინიკაშია გადაღებული. 

წლების წინ ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ ჰიტის ჩაწერისას გაიცნეს. ახლა მათ საერთო ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. წყვილის დაქორწინება ჭორების მიუხედავად მყარი აღმოჩნდა. 6 თვის წინ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა. „Sputnik-საქართველო“ ხათუნა ჟორდანიას გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ყველა ახალი ამბავი
0