ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება

© photo : Georgian Government / FBბათუმის ახალი სტადიონის ფასადი
ბათუმის ახალი სტადიონის ფასადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტადიონი მიიღებს საერთაშორისო მატჩებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სპორტისა და ქალაქის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში ახალი, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაეყარა. ობიექტი ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) მოთხოვნების მეოთხე კატეგორიის შესატყვისი იქნება. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონი აშშ დოლარია.

აჭარაში ყოფნის დროს საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სტადიონის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ლევან კობიაშვილი.

© photo: Georgian Government / FBგიორგი გახარია ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობას გაეცნო
ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობას გაეცნო

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტადიონი უმასპინძლებს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალაქის განვითარებისთვის, არამედ ასევე ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვის.

მთავრობის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. უკვე დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადისა და გადახურვის სამუშაოები, ასევე გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეობს მაყურებლის სკამების მონტაჟი.

© photo: Georgian Government / FBბათუმის ახალი სტადიონი
ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება - Sputnik საქართველო
ბათუმის ახალი სტადიონი

სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება.

გახარიამ დაადასტურა, რომ აქ ხშირად ითამაშებს საქართველოს ფეხბურთის ნაკრები.

© photo: Georgian Government / FBბათუმის ახალი სტადიონი
ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება - Sputnik საქართველო
ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმში ზღვისპირა სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს, მას შემდეგ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი, ჩაიშალა ასევე რამდენიმე ტენდერი.

ყველა ახალი ამბავი
0