ბათუმში „მასაჟის სალონებში“ პოლიციამ რეიდები ჩაატარა

გამოწერა
გამოძიება დაწყებულია პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის მუხლით, რაც და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში პოლიცია ე.წ. მასაჟის სალონებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, იუწყება პირველი არხი.

პროსტიტუცია - Sputnik საქართველო
სექსი მასაჟის ნაცვლად: ბათუმში იატაკქვეშა საროსკიპო აღმოაჩინეს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც ე.წ. მასაჟის სალონებია განთავსებული, სამართალდამცველები სასამართლოს განჩინების საფუძველზე 12 ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სსკ-ის 254-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.

გასული წლის ზაფხულში ბათუმში იგივე მუხლით ტაილანდის და ჩინეთის 12 მოქალაქე დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0