თბილისის სტადიონზე არბიტრების ვიდეოდახმარების VAR სისტემა დამონტაჟდება

გამოწერა
VAR სისტემა თბილისში 26 მაისისთვის უნდა დამონტაჟდეს, როცა საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის სტადიონზე 2020 წლის მარტისთვის არბიტრების ვიდეოდახმარების თანამედროვე სისტემა VAR დამონტაჟდება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (სფფ).

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება VAR-ის სისტემა გამოიყენოს მარტში ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო და 2022-ის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო მატჩებზე.

გიორგი ჭიაბრიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს თასის მფლობელი ფეხბურთში მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ფედერაციაში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით დეტალები და პროექტის განხორციელების ზუსტი დრო ცნობილი არ არის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას განკარგულებას ელოდება. თუმცა, ყველა სამუშაო 26 მარტისთვის უნდა დასრულდეს, როცა საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება.

„ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი თარიღის თქმა ან იმის, ვინ და როგორ შეასრულებს სამუშაოებს. არის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება და ჩვენ მას აღვასრულებთ, თუ როგორ, ეს ახლო მომავალში გაირკვევა. ჩვენ შემდგომ კორექტივებს ველოდებით", – განაცხადეს სფფ-ში.

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში ნახევარფინალის მატჩი ბელარუსსა და საქართველოს გუნდებს შორის თბილისში 26 მარტს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდები. ამ ჯგუფის ფინალი საქართველო–ბელარუსს შორის გამარჯვებულის მოედანზე გაიმართება.

ჯგუფში გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც კონტინენტის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0