საქართველოს საელჩო ახალ ზელანდიაში თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთი დაღუპული და ათობით დაკარგული – ასეთია ახალ ზელანდიაში კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგები.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში, ახალ ზელანდიაში მყოფ თანამემამულეებს კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, ახალი ზელანდიის კუნძულ უაით-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვულკანი - Sputnik საქართველო
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა: თვითმხილველის ვიდეო

ავსტრალიაში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ ვულკანის ამოფრქვევის გამო კრიზისების მართვის ეროვნულმა სამსახურმა შესაბამისი გაფრთხილება გააკეთა.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას შენობებში დარჩენას ურჩევენ.

გაფრთხილებებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდებზე: https://westcoastemergency.govt.nz/ და https://www.journeys.nzta.govt.nz/traffic.

საქართველოს საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზი: +61 416 861 219.

„გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებს და კომპეტენტური უწყებების რჩევებს", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მარტს დამყარდა. დიპლომატიური მისია ხორციელდება ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს გზით.

ყველა ახალი ამბავი
0