ეს ნორმალური არ არის: სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები მხარს უჭერენ რუს სპორტსმენებს - ვიდეო

გამოწერა
მსოფლიოს სპორტსმენებმა გადაწყვიტეს მხარე დაეჭირათ რუსი კოლეგებისათვის, რომლებსაც შესაძლოა ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი დროშის ქვეშ გამოსვლა აეკრძალოთ

გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მსოფლიოს ანტიდოპინგის სააგენტომ. WADA-მ ასევე შესაძლოა რუსეთს ჩამოართვას ქვეყანაში საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების გამართვის შესაძლებლობა 4 წლის განმავლობაში.

იმის შესახებ, რომ სპორტსმენების „ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება დაუშვებელია“, უკვე განაცხადეს შერეული კრივის მებრძოლმა ჯეფრი მონსონმა, მოკრივე როი ჯონსმა, მოფარიკავე ალექსანდრა ბენიტესმა და რუსეთის სპორტული ბრძოლის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ მამიაშვილმა. იხილეთ განცხადებების კადრები ჩვენს ვიდეოში.

ყველა ახალი ამბავი
0