ქართველმა არტისტმა 150 ათას დოლარად ღირებული ბანანი შეჭამა

© REUTERS / EVA UZCATEGUIდევიდ დათუნა ბანანს ჭამს
დევიდ დათუნა ბანანს ჭამს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანანი იტალიელი მხატვრის, მაურიციო კატელანის მხატვრული კონცეფციაა. ხელოვანი ხშირად აოცებს მაყურებელს თავისი პროექტებით

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა არტისტმა, რომელსაც დევიდ დათუნას შემოქმედებითი ფსევდონიმით იცნობენ, 150 ათას დოლარად ღირებული ბანანი შეჭამა, შესაბამისი ვიდეო არტისტმა Instagram-ზე ატვირთა.

„მშიერი არტისტი“, - ასეთი სახელი მოუფიქრა მან თავის პერფორმანსს.

საქმე ისაა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ბანანი, ეს იყო იტალიელი მხატვრის, მაურიციო კატელანის მხატვრული კონცეფცია, მხატვრის, რომელიც ხშირად აოცებს მაყურებელს თავისი პროექტებით. კატელანმა წარმატებით გაყიდა თავისი ორი ნამუშევარი სერიიდან „კედელზე დამაგრებული ბანანი“ - თითოეული 120 ათას დოლარად. მესამე ლოტის გაყიდვაში მას ხელი ქართველმა არტისტმა დევიდ დათუნამ შეუშალა.

ქანდაკება N’Uovo  - Sputnik საქართველო
იტალიელმა მოქანდაკემ თბილისს საჩუქრად ხუთმეტრიანი „კვერცხი" გადმოსცა

„შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ვარ ხელოვანი, და არა რიგითი ადამიანი“, - განაცხადა დევიდ დათუნამ.

ქართველი ხელოვანი მუზეუმიდან დაცვამ გაიყვანა.

დევიდ დათუნა 1999 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში. არტისტმა სახელი გაითქვა მსოფლიო არტ-სცენაზე თავისი უჩვეულო ნამუშევრებით, რომლებიც ოპტიკური ლინზებისგან არის აწყობილი. რთული ტექნოლოგიის დახმარებით მან 70 სახელმწიფოს დროშა ააწყო.

ყველა ახალი ამბავი
0