ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვაჟი, ირაკლი ვეშაპიძე დაქორწინდა. ირაკლის რჩეული თეკო ივანიშვილია. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.
წყვილმა ხელი ფუნიკულიორზე მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიას მხოლოდ მშობლები, უახლოესი ნათესავები და წყვილის მეგობრები ესწრებოდნენ.
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად 2019 წლის აპრილში დაინიშნა. მან გიორგი ქობულია შეცვალა. მინისტრობამდე ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. ნათია თურნავა ეკატერინე შარაშენიძესა და ვერა ქობალიას შემდეგ მესამე ქალია, რომელმაც დაიკავა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა.